„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 533
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120160010.10.003.020850
533
06/11/2018
ვებგვერდი, 07/11/2018
120160010.10.003.020850
„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №533

2018 წლის 6 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2015, 120160010.10.003.018633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი;“.

2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, უწყებათა მოთხოვნების, გაწვევის ვადების, გაწვევის სპეციფიკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს გაწვევის ჩატარების გეგმის პროექტს, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. აღნიშნული გეგმიდან ამონაწერი ეგზავნებათ სტრუქტურულ ერთეულებს.“.

3. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საერთო პროცესის სრულყოფისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ასევე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის უზრუნველსაყოფად, იქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომლის ადმინისტრირებას, მათ შორის, მონაცემთა შეკრებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.

4. 23-ე მუხლის პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტრუქტურული ერთეული მოქალაქის პირველადი სამხედრო აღრიცხვის შესახებ მონაცემების სრულ ანგარიშს წარუდგენს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია, გამწვევი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისი წინადადებითა და რეკომენდაციებით მიმართოს სტრუქტურულ ერთეულს.

3. გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სრულ ინფორმაციას სტრუქტურული ერთეული წარუდგენს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, რომელიც აღნიშნულ მონაცემებს აწვდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე