დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 აგვისტოს N41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.113.016377 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 აგვისტოს №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 აგვისტოს №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.113.016361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნ) პარკირების საფასური − არის ამ წესის შესაბამისად (A,B,C) ზონების მიხედვით განსაზღვრული პარკირების ადგილით სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პარკირების ადგილები და ზონები განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მერია ვალდებულია უზრუნველყოს მისი საჯაროობა, ასევე მისი პროაქტიულად გამოქვეყნება.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წინამდებარე წესის/პირობების დარღვევით ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას (მათ შორის, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა) დამრღვევს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები