დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.113.016376 |
56
07/11/2018
ვებგვერდი, 09/11/2018
190040000.35.113.016376
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ოქტომბრის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/10/2018 სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.113.016373) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები