„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის N16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016634
87
07/11/2018
ვებგვერდი, 08/11/2018
040030000.22.026.016634
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის N16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №87

2018 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016468) დამტკიცებულ წესდებას დაემატოს 181 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 181. აკადემიის სამეცნიერო ცენტრი

1. აკადემიის სამეცნიერო ცენტრის ფუნქციებია:

ა) აკადემიის სამეცნიერო საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობა, მისი მხარდაჭერა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) საქართველოს სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა, სამეცნიერო კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, იუნკერთა/მსმენელთა ჩართულობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება და მასში იუნკერთა/მსმენელთა ჩართვა/კოორდინაცია;

გ) აკადემიურ პერსონალთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების დახვეწის/გაუმჯობესების მიზნით;

დ) სამეცნიერო კვლევების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში და იუნკერთა/მსმენელთა კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

2. სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია