დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2005 კალენდარული წლის პირველ ნახევარში ადამიანთა უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2668 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 14/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„2005 კალენდარული წლის პირველ ნახევარში ადამიანთა უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „2005 კალენდარული წლის პირველ ნახევარში ადამიანთა უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენება მიღებულ იქნეს ცნობად.
2. რეკომენდაცია გაეწიოს საქართველოს სახალხო დამცველს:
ა) კანონის შესაბამისად შეატყობინოს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს სახელმწიფო ორგანოების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვების ფაქტები;
ბ) შემდგომი მუშაობისას მეტი ყურადღება დაუთმოს ქალთა, მარტოხელა მშობელთა, ბავშვთა (განსაკუთრებით – ობოლთა და უმწეო მდგომარეობაში მყოფთა) მდგომარეობას, გააანალიზოს პრობლემები და პარლამენტს წარუდგინოს სათანადო ინიციატივები არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით;
გ) გაააქტიუროს მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით;
დ) გააგრძელოს და უფრო ინტენსიური გახადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე მონიტორინგი, პარლამენტის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით;
ე) გაააქტიუროს მუშაობა კერძო მესაკუთრეთა და ბიზნესმენთა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით;
ვ) აქტიურად ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნების სახალხო დამცველებთან (ომბუდსმენებთან) და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სხვა ოფიციალურ სტრუქტურებთან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლე-ბათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით და უცხოეთში მყოფ ქართველთა პრობლემების ერთობლივად გადასაწყვეტად.
3. საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების პრინციპები ხელშეუხებელია და არ ექვემდებარება გადახედვას. პარლამენტი არ იზიარებს „2005 კალენდარული წლის პირველ ნახევარში ადამიანთა უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენების თავის „მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით“ დებულებებს.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 17 თებერვალი.
№2668-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები