2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.020843
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
528
06/11/2018
ვებგვერდი, 08/11/2018
010220030.10.003.020843
2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/11/2018 - 28/11/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №528

2018 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი  მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე  ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

ი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

კ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე  ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

ლ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე − საბჭოს წევრი;

ნ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე − საბჭოს წევრი;

ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი − საბჭოს წევრი.

მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული „2019-2022  წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“.   

 

მუხლი 3
დაევალოს საბჭოს 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა 2019 წლის 1 აპრილამდე.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



2019-2022  წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება

 


მუხლი 1.   ზოგადი დებულებანი

1.  2019-2022  წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს  2019-2022  წლების  საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში − საბჭო) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.     

მუხლი 2.  საბჭოს ამოცანა და უფლებამოსილება

1. საბჭოს ამოცანაა:

ა) 2019-2022  წლების  საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შექმნის  მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

ბ) 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა, ასევე,  საჭიროებისამებრ, მათი განახლება;

გ) 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან  გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.

3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს საბჭოს მოთხოვნა.

მუხლი 3. საბჭოს საქმიანობა

1. საბჭოს  იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

2. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.

3. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში, იწვევს საბჭოს რიგგარეშე სხდომებს.

4. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტი. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს. ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს, ასევე უგზავნის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. სამდივნო ასევე უზრუნველყოფს საბჭოს მიერ ინიციირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას.

5. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საბჭო.

6. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.

7. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

8. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.

9. საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ  უფლებამოსილი პირი.

10. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

11. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს ყველა წევრი და მდივანი.