დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 525 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 340090000.10.003.020840 |
|
„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/07/2015, 340090000.10.003.018712) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. 2019 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრირებული, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებების შემცველი ვეტერინარული პრეპარატების ბაზარზე განთავსება დასაშვებია ვეტერინარული პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვამდე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის“: ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. აკრძალულია „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №639 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის“ ცხრილ №2-ით − „აკრძალული ნივთიერებები“ განსაზღვრული სასურსათო დანიშნულების ცხოველებში გამოსაყენებლად აკრძალული ნივთიერებების (სუბსტანციების) შემცველი ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია.“; ბ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები