„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 523
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.020838
523
06/11/2018
ვებგვერდი, 08/11/2018
470000000.10.003.020838
„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №523

2018 წლის 6 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470000000.10.003.020302) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. 2 დანართის („იმუნიზაცია“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 22,400.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

17.210.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

128.0

3

ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

3.972.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

309.0

5

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

30.0

6

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

751.0

 

სულ:

22,400.0.“.

2. 8 დანართის („აივ-ინფექცია/შიდსის მართვა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10,277.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება, მათ შორის:

2,522.0

1.1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე სკრინინგული კვლევისა და არვ მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა

1,721.0

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

3,550.0

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

2,450.0

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

1,755.0

 

სულ:

10,277.0.“.

3. 9 დანართის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი  განისაზღვრება 7,783.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა, მათ შორის:

6,113.0

1.1

 სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში

45.0

2

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.0

3

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/ შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით („B“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

162.0

4

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

800.0

5

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

95.0

6

მედიკამენტებითა და საკვები დანამატით უზრუნველყოფა, მათ შორის:

200.0

6.1

ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების შესყიდვა

20.0

6.2

სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

54.0

6.3

მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატის შესყიდვა

126.0

სულ:

7,783.0.“.

       

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე