ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016008
111
02/11/2018
ვებგვერდი, 09/11/2018
000000000.00.105.016008
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

 

 

განკარგულება №111

 

2018 წლის 2 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრთა ინიციატივის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის №12 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე უსახელო მოედანს ეწოდოს ,,თავისუფლების მოედანი“ (ორთოფოტო თან ერთვის).

2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

4.   განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.ზუგდიდი, რ.ლაღიძის ქუჩა №12).

 

საკრებულოს   თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი:                                                                               ბესიკ ჭეჟია