ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016007
110
02/11/2018
ვებგვერდი, 09/11/2018
000000000.00.105.016007
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №110

2018 წლის 2 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით ჭაფანძის 2018 წლის 25 ივნისის №539/03 მომართვის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის №12 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩას ეწოდოს ,,მეგობრობის ხეივანი“ (ორთოფოტო თან ერთვის).

2. განკარგულება გადაგზავნილ იქნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

4.   განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში,   ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა №12).

 

საკრებულოს   თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი:                                                                              ბესიკ ჭეჟია