„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016816
126
06/11/2018
ვებგვერდი, 06/11/2018
140130000.22.034.016816
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №126

2018 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 75-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი/უფროსი გამომძიებელი/განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, ათმეთაური, უფროსი პატრულ-ინსპექტორი, პატრულ-ინსპექტორი, უფროსი პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორი და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორი;“.

2. 77-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს ათმეთაურის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორისთვის განკუთვნილი  სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.“.

3. 81-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში:

ბ.ა) ათმეთაურის, ოცმეთაურის, ცვლის მეთაურის, ცვლის უფროსის და უფრო მაღალი თანამდებობიდან, აგრეთვე განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა  გამომძიებლის,  უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;

ბ.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო  ან/და საგამოძიებო  საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა ათმეთაურის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის თანამდებობებისა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია