დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში, უღელტეხილიდან სოფელ კავშირამდე, ცენტრალური ქუჩისათვის, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის შმაგი ნოზაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17-ი |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.167.016003 |
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში, უღელტეხილიდან სოფელ კავშირამდე, ცენტრალური ქუჩისათვის 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის –
შმაგი ნოზაძის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1 მიენიჭოს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის – შმაგი ნოზაძის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში, უღელტეხილიდან სოფელ კავშირამდე, ცენტრალურ ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად. მუხლი 2 ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ–ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად. მუხლი 4 განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5 განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24. ლაგოდეხის მუნიციცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ღამბაშიძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები