ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, ქვედა უბნის ქუჩისათვის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ვაჟა ღვალაძის სახელის მინიჭების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, ქვედა უბნის ქუჩისათვის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ვაჟა ღვალაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16-ი
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016002
16-ი
02/11/2018
ვებგვერდი, 07/11/2018
000000000.00.167.016002
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, ქვედა უბნის ქუჩისათვის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ვაჟა ღვალაძის სახელის მინიჭების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №16-ი

2018 წლის 2 ნოემბერი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, ქვედა უბნის ქუჩისათვის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ვაჟა ღვალაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:

    მუხლი 1

მიენიჭოს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ვაჟა ღვალაძის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში, ქვედა უბნის ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

    მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

    მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

    მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

  

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი,

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                       გიორგი ღამბაშიძე