ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, სკოლის ქუჩისათვის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, გიორგი დუღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, სკოლის ქუჩისათვის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, გიორგი დუღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15-ი
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016001
15-ი
02/11/2018
ვებგვერდი, 07/11/2018
000000000.00.167.016001
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, სკოლის ქუჩისათვის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, გიორგი დუღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №15-ი

2018 წლის 2 ნოემბერი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, სკოლის ქუჩისათვის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის – გიორგი დუღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:

    მუხლი 1

მიენიჭოს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის – გიორგი დუღაშვილის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში სკოლის ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.

    მუხლი 2

ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

    მუხლი 3

ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-ს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

    მუხლი 4

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 5

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                              გიორგი ღამბაშიძე