საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში გოგატიშვილების უბნისათვის ძლევის უბნის სახელის მინიჭების თაობაზე

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში გოგატიშვილების უბნისათვის ძლევის უბნის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54 54
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.130.016002
54 54
31/10/2018
ვებგვერდი, 06/11/2018
000000000.00.130.016002
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში გოგატიშვილების უბნისათვის ძლევის უბნის სახელის მინიჭების თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №54 54

2018 წლის 31 ოქტომბერი

ქ. საჩხერე

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში გოგატიშვილების უბნისათვის ძლევის უბნის სახელის მინიჭების თაობაზე

„ადგილობრივი  თვითმმართველობის  შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების  სახელწოდებათა დადგენის,  ნორმალიზების,  გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის №12 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში მდებარე გოგატიშვილების უბანს მიენიჭოს ძლევის უბნის სახელი თანდართული  რუკის შესაბამისად  (დანართი რუკა თან ერთვის).

მუხლი 2. განკარგულება გაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 3. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

მუხლი 5.  განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 6.  განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქ. №3).

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          ლევან ივანაშვილი