ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016358
43
05/11/2018
ვებგვერდი, 07/11/2018
010250020.35.128.016358
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №43

2018 წლის 5 ნოემბერი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27  დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის  ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და  პროაქტიული  გამოქვეყნების  წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი,  11/06/2018,  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016342).

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1.საჯარო     ინფორმაცია     პროაქტიულად     ქვეყნდება   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე www.kharagaulinews.gov.ge)“.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1.საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული  ფორმით  მოთხოვნა  შეუძლია  ნებისმიერ  დაინტერესებულ  პირს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.kharagaulinews.gov.ge),  წერილობითი განცხადების გაგზავნის ან/და განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის გზით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე