დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.128.016359 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 16/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.128.016156).
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 108-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.kharagaulinews.gov.ge“) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრი“ მიერ“. „5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს სხდომისა და საკრებულოს კომისიების სხდომის ოქმები, ბიუროსა და საკრებულოს სხდომის მოწვევისა და განსახილველ საკითხთა დღის წესრიგები ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.kharagaulinews.gov.ge“), ხოლო საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, ბიუროსა და საკრებულოს სხდომის განსახილველ საკითხთა დღის წესრიგები ასევე ქვეყნდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრი“ მიერ საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში აპარატის მიერ“. 2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 135-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.kharagaulinews.gov.ge“) ვებგვერდის დებულებით დადგენილი წესით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები