დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №01 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 66 |
დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016444 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №01 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №01 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge,10/01/2018, 190020020.35.163.016379).
2. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №01 დადგენილების ,,თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი მოცემული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 2. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება მოცემული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 3. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 25445,5 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 5500,0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 5. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 17049,40 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 6. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2896,1 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 7. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 17559,23 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 11159,10 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 11659,10 ათასი ლარის ოდენობით, მოცემული ცხრილის შესაბამისად:
ბ) განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500,0 ათასი ლარის ოდენობით, მოცემული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 9. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, მოცემული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 10. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3272,84) ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-3640,74) ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (- 367,9) ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 13. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შექმნილია სარეზერვო ფონდი, რომელიც განისაზღვრება 100,0 ათასი ლარით და მისი განკარგვა ხორციელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წელს მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 285,0 ათ.ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 80,8 ათ. ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 199,2 ათ. ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათ. ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00) თელავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მშენებლობა, რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, რეაბილიტაციას და ახლის მშენებლობას. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რეაბილიტაცია (მოხრეშვა - მოასფალტება), ტროტუარების მოწყობა, დაზიანებულ მოასფალტებულ ქუჩებზე მოეწყობა შემასწორებელი ფენა ასფალტის საფარით, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, ხიდების მოწყობა, მოძრაობის დარეგულირება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით, საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობა, დახაზვა და გადასასვლელების მოწესრიგება. აგრეთვე ზამთრის პერიოდში შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად გზების გაწმენდა თოვლისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რეაბილიტირებული გზების გაზრდილი მაჩვენებელი კი ხელს შეუწყობს მგზავრთა შეუფერხებელ, კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას. მოსალოდნელი შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორი: რეაბილიტირებული გზების მაჩვენებელი. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჩამდინარე წყლის სისტემების (ნიაღვარგამტარი და მიმღები კოლექტორების) რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა და ახლის მოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურისა და გამწვანებული ზონების მოვლა-პატრონობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება, საზოგადოებრივი საპირფარეშოების შეკეთება, მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის მოვლა-შენხვის და მის ექსპლოატაციის ხარჯები და სხვა. მოსალოდნელი შედეგი: განათებული მუნიციპალიტეტი, გაუმჯობესებული წყალმომარაგება და სანიტარული პირობები. საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა - ამხანაგობების თანადაფინანსებით. შედეგების შეფასების ინდიკატორი: განათებული ქუჩების გაზრდილი მაჩვენებელი; სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფის გაზრდილი მაჩვენებელი; საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლებული მუნიციპალიტეტი, დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტესიურობის მაჩვენებელი.ამხანაგობის მიერ დასახული პრიორიტეტების მაჩვენებელი. ბ.ა) ბინათმშენებლობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში შექმნილი საერთო პრობლემების გადაჭრის მიზნით ამხანაგობების მიერ წამოჭრილი თემების განხილვის შედეგად, საკრებულოს მიერ მიღებული წესის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პრინციპით ნაწილობრივ მოსახლეობის რესურსების გამოყენებით დაფინანსდება სახურავების, სადარბაზოების და სხვ. რეკონსტრუქცია-შეკეთების ღონისძიებები. აგრეთვე ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების დაფინანსება. ბ.ბ) გარე-განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა, ახალი კვანძების მოწყობა და გარე-განათებაზე გახარჯული ელ.ენერგიის ხარჯების დაფინანსება. ბ.გ) გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) აღნიშნულის ფარგლებში ხორციელდება: ბ.გ.ა) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03 01) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავება, ტრანსპორტის შეძენა და სხვ. ბ.გ.ბ) ჩამდინარე წყლების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სანიაღვრე არხების მოვლა-შენახვა და მის რეაბილიტაცია - ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება; ბ.გ.გ) გარემოს დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. თელავში ჭადრის ხის დაცვითი ღონისძიებები, აგრთევე „უსახელო ხევის“ ნატანებისგან გაწმენდის სამუშაოები. ბ.დ) სასმელი წყლის „სოკო“ (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლით (შადრევანი „სოკო) მომარაგების უზრუნველყოფა, მისი ხარჯების დაფინანსება; ბ.ე) წყალმომარაგების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლით უკეთ მომარაგების მიზნით საჭირო ხდება ჭაბურღილების მოვლა-პატრონობა, დაზიანებული და მოძველებული სასმელი წყლის სისტემების შეკეთება, მოვლა-პატრონობა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, ბუნებრივი წყლების ლაბორატორიული შემოწმება; ბ.ვ) საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოვლა-პატრონობის და რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოვლა-პატრონობას მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ბ.ზ) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამით ხორციელდება ქალაქ თელავის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია. გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას მოსალოდნელი შედეგი: კეთილმოწყობილი და უზრუნველყოფილი გარემო შეფასების ინდიკატორი: მოვლილი და გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობა, მოვლილი და დასუფთავებული სასაფლაო. გ.ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარებას და აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით ტექნიკის შეძენა/შეკეთებას. გ.ბ) პარკების, სკვერებისა და სხვა გამწვანებული ზონების მოწყობის და მოვლა-პატრონობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დასასვენებელი პარკების, სკვერების და სხვა გამწვანებული ზონების მოვლა-პატრონობას. გ.გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ღონისძიებების დაფინანსება. დ) მაწანწალა ცხოველებისგან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის და შესაბამისი მომსახურების გაწევის დაფინანსება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მოსალოდნელი შედეგი: აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება; მოწესრიგებული და განახლებული ინფრასტრუქტურა. შეფასების ინდიკატორი: ბავშვების რაოდენობის ზრდა; მოწესრიგებული საბავშვო ბაღების გაზრდილი რაოდენობა. ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 31 ბაგა-ბაღი, ერთ-ერთ პრიორიტეტს ბაგა-ბაღებში წარმოადგენს აღმზრდელების გადამზადების საკითხი, აგრეთვე ბაღში ჰიგიენური პირობების მკაცრად დაცვა, რაც უპირველესია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას, მისი გაუმჯობესებისათვის რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის ღონისძიებები. აგრეთვე, აღსაზრდელებისთვის წლის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა, როგორც სპორტული ისე კულტურული ღონისძიებები. ა.ა)ა(ა)იპ – თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 31 ბაგა-ბაღი: №1 ბაგა-ბაღი, №3 ბაგა-ბაღი, №5 ბაგა-ბაღი, №8 ბაგა-ბაღი, №5 საბავშვო - ბაღი, №2 ბაგა-ბაღი, №6 ბაგა-ბაღი, №7 ბაგა-ბაღი, №9 ბაგა-ბაღი, სოფ.აკურის ბაგა-ბაღი, სოფ. ვანთის ბაგა-ბაღი, სოფ. ბუშეტის ბაგა-ბაღი, სოფ. ქვ.ხოდაშნის ბაგა-ბაღი, სოფ. კონდოლის ბაგა-ბაღი, სოფ. ლალისყურის ბაგა-ბაღი, სოფ. კისისხევის ბაგა-ბაღი, სოფ. გულგულის ბაგა-ბაღი, სოფ. ვარდისუბნის ბაგა-ბაღი, სოფ. ყარაჯალის ბაგა-ბაღი, სოფ. რუისპირის ბაგა-ბაღი, სოფ. იყალთოს ბაგა-ბაღი, სოფ. სანიორის ბაგა-ბაღი, სოფ. თეთრწყლების ბაგა-ბაღი, სოფ. ფშავლის ბაგა-ბაღი, სოფ. ლაფანყურის ბაგა-ბაღი, სოფ. ართანის ბაგა-ბაღი, სოფ. შალაურის ბაგა-ბაღი, სოფ. კურდღელაურის საბავშვო ბაღი, სოფ. წინანდალის ბაგა-ბაღი, სოფ. ნაფარეულის ბაგა-ბაღი, სოფ. წინანდალის №2 ბაგა-ბაღი, რომლებიც გაერთიანებულები არიან და შედიან ააიპ –„ბაგა-ბაღების გაერთიანება“-ში - დაფინანსება განისაზღვრება - 4017,0 ათ.ლარი (მ.შ. სუბსიდია 4000,0 ათ.ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა 17,0 ათ.ლარი). ერთ-ერთ პრიორიტეტს ბაგა-ბაღებში წარმოადგენს აღმზრდელების გადამზადების საკითხი, აგრეთვე ბაღში ჰიგიენური პირობების მკაცრად დაცვა, რაც უპირველესია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას, მისი გაუმჯობესებისათვის რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის ღონისძიებები. აგრეთვე, აღსაზრდელებისთვის წლის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა, როგორც სპორტული ისე კულტურული ღონისძიებები. ა.ბ) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 01 02) სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას, მისი გაუმჯობესებისათვის რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის ღონისძიებების დაფინანსებას, რომელიც აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ბ) პროფესიული განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებას. პროგრამა მოიცავს სახელოვნებო განათლების ღონისძიებებს. სასწავლო-შემოქმედებითი კუთხით პერსპექტიულ მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობაზე, კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერაზე. პედაგოგთა ხელშეწყობაზე. აღნიშნულ ორგანიზაციაში ფუნქციონირებს მრავალი წრე, რომელიც ემსახურება ბავშვთა შემოქმედებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლებას. (ხაზვის, ხატვის, სამეჯლისო ცეკვების, კულინარიის, მათემატიკის, უცხო ენის, ქართული ლიტერატურის, დიზაინის, რუსულის, სიმღერის, გიტარის, ლიტერატურული შემოქმედების, თექის, ქსოვის, გობელინის და ა.შ. ... წრე), რომლის ფარგლებშიც ფინანსდება – ააიპ –თელავის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, მისი დაფინანსება შეადგენს - 85,0 ათ.ლარს (სუბსიდიის მუხლი). 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, მონაწილეობის მიღება რესპუბლიკურ ღონისძიებებზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდის განახლება, კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განახლება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფინანსური მხარდაჭერა, ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა. სხვადასხვა ტურნირებზე, საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგების გამოსავლენად ხორციელდება მათი ადგილზე შეკრების და ვარჯიშების ჩატარება შესაბამისი პირობების შექმნით. 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა შეჯიბრებები და მოხდება მათი ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ბავშვები და მოზარდები; ქვეყნის ნაკრები გუნდების შევსება პერსპექტიული სპორტსმენებით; მოწესრიგებული სპორტული და დასვენების ობიექტების ინფრასტრუქტურა. შეფასების ინდიკატორი: სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულთა და პრიზიორთა რაოდენობა; სპორტულ ჯგუფებში ჩაბმულ ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა; მუნიციპალიტეტის სპორტული მიღწევების მაჩვენებელი; ა.ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 01) მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებას. ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და მასობრივი სპორტის განვითარებას.აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარება და მისი ხელშეწყობა, რომლის მიზანია ახალგაზრდობის დაინტერესების ზრდა სპორტისადმი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მინი-მოედნების მოვლა შენახვისა და ექსპლოატაციის, რეაბილიტაციის და ახლის მოწყობის ხარჯების დაფინანსება, აგრეთვე, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება - სპორტული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია. ა.ბ) სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებას. ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში. პროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტში ბავშვთა და მოზარდთა მასობრივი სპორტის განვითარებას. ნაკრები გუნდების მომზადებას და მონაწილეობას სხვადასხვა დონის სპორტულ ღონისძიებებში. პირველობების ჩატარება, მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება. სპორტის განვითარებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ინფრასტრუქტურის განვითარება, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების მოვლა-პატრონობა. ამჟამად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციები: ბავშვთა და მოზარდთა სპორტთამაშების სკოლა, ჩოგბურთის კორტები, რომელიც მრავალ საერთაშორისო ტურნირის მასპინძელია, საფეხბურთო სკოლა, ჭიდაობის სპორტული სკოლა, ჭადრაკის სახლი, სადაც ბევრი ცნობილი მოჭადრაკე აღზრდილა და დღესაც ღირსეულად ასპარეზობენ საერთაშორისო არენაზე და ა.შ. აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებისთვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად ფუნქციონირებს და ფინანსდება: ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება – დაფინანსება – 236,33 ათ.ლარი (მ.შ. სუბსიდია – 230,33 ათ. ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდა – 6,0 ათ. ლარი); ააიპ –თელავის საფეხბურთო სკოლა „თელავი“ – დაფინანსება – 194,88 ათ.ლარი (მ.შ. სუბსიდია – 189,88 ათ. ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდა 5,0 ათ. ლარი); ააიპ –თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“ – დაფინანსება – 662,44 ათ.ლარი (მ.შ. სუბსიდია – 604,84 ათ. ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდა 57,6 ათ. ლარი); ააიპ –თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა „თელავი“ – დაფინანსება – 312,46 ათ.ლარი (სუბსიდიის მუხლი) ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში კრეატიული აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას, ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სათანადო მომზადებას და შემოქმედებითი კონცერტების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მოსწავლეთა მზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში; მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებსა, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. სხვადასხვა სახალხო და რელიგიური დღესასწაულების ჩატარება. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდობაში ქართული ფოლკლორული ხელოვნების და ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას. მოსალოდნელი შედეგები: საზოგადოების პოზიტიური განწყობისა და ესთეტიკური დონის ამაღლება, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მომავალი თაობებისათვის, ახალგაზრდების დაინტერესების ზრდა ხელოვნების დარგების მიმართ, ინტელექტუალური დონის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენა. შეფასების ინდიკატორები: ფესტივალებსა და კონცერტებზე მონაწილე ბავშვების რაოდენობის ზრდა; ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; ღონისძიებებზე დამსწრეთა დასწრების მაჩვენებელი. ბ.ა) კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) - აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება და ფუნქციონირებს კულტურული ორგანიზაციები რომლებიც ახორციელებენ კრეატიული აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას, ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სათანადო მომზადებას და შემოქმედებითი კონცერტების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მოსწავლეთა მზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში; მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებსა, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობას და სხვა ბ.ა. ა) ააიპ –თელავის მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ – თელავის მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომლის ფუნქციონირებაც ითვალისწინებს ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ფოლკლორული ხელოვნების განვითარებას და ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას. აღნიშნული ორგანიზაციის აღსაზრდელები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ფესტივალებსა და კონცერტებში (დაფინანსება – 110 ათ.ლარი (მ.შ. სუბსიდია 107,8 ათ.ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა 2,2 ათ.ლარი)). ბ.ა. ბ) სახელოვნებო სკოლები – პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში კრეატიული აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას, ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სათანადო მომზადებას და შემოქმედებითი კონცერტების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მოსწავლეთა მზადებას და მონაწილეობას ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში; მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს: ააიპ –თელავის ელ.ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა- დაფინანსება- 70,0 ათ.ლარი (სუბსიდიის მუხლი); ააიპ –თელავის №1 სამუსიკო სკოლა – დაფინანსება – 83,5 ათ.ლარი (მ.შ. სუბსიდია -81,0 ათ.ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა 2,5 ათ.ლარი); ააიპ –თელავის №2 სამუსიკო სკოლა – დაფინანსება – 77,0 ათ.ლარი (სუბსიდიის მუხლი). ააიპ –რუისპირის სამუსიკო სკოლა – დაფინანსება – 54,0 ათ.ლარი (სუბსიდიის მუხლი). ააიპ –წინანდლის სამუსიკო სკოლა - დაფინანსება – 106,0 ათ.ლარი (სუბსიდიის მუხლი). ააიპ –აკურის სამუსიკო სკოლა - დაფინანსება – 49,0 ათ.ლარი (სუბსიდიის მუხლი). ბ.ა.გ) ააიპ –საბიბლიოთეკო გაერთანება - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს ააიპ –„საბიბლიოთეკო გაერთიანება“ (მ.შ. საბავშვო ბილბიოთეკა), სადაც მუდმივად მიმდინარეობს ლიტერატურის და პრესის განახლება, აღნიშნული ორგანიზაციის მეშვეობით საზოგადოებას ეძლევა საშუალება მუდმივად გაეცნოს და მიიღოს ინფორმაცია მისთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე. მკითხველთათვის ხდება საბიბლიოთეკო დოკუმენტებისა და სამეცნიერო, საინფორმაციო პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (ბეჭდური, ელექტრონული და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები). მუდმივად ხდება წიგნადი ფონდის განახლება (დაფინანსება – 234,0 ათ.ლარი (მ.შ. სუბსიდია 220,0 ათ.ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა 14,0 ათ.ლარი) ). ბ.ა.დ) თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი – პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია ააიპ –თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, რომელიც მრავალი სხვადასხვა ადგილობრივი კულტურული ღონისძიების და ფესტივალის ხელისშემწყობი და განმახორციელებელია (ადგილობრივი დღესასწაული - „ერეკლეობა“, ადგილობრივ და ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები და სხვა). აგრეთვე მის დაქვემდებარებაშია სიმღერის ანსამბლები და მუსიკალური ბენდი; (დაფინანსება – 725,16 ათ.ლარი (მ.შ. სუბსიდია 715,16 ათ.ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა 10,0 ათ.ლარი)). ბ.ა.ე) კულტურისა და დასვენების პარკი „ნადიკვარი“ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურისა და დასვენების პარკი ნადიკვარი. პარკი მოსახლეობისათვის გასართობი და დასასვენებელი ადგილია, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა ატრაქციონები, მოწყობილია დასასვენებელი კუთხეები, სასეირნო ბილიკები და საზაფხულო თეატრი. ყველა თაობის მოსახლეობას საშუალება ეძლევა გაერთოს და დაისვენოს. მუდმივად ახლდება ინფრასტრუქტურა და მუდმივად ხდება ზრუნვა კომფორტული გარემოს შექმნაზე (დაფინანსება – 50,0 ათ.ლარი - სუბსიდიის მუხლი). ბ.ა.ვ) სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის პროფესიული დრამატული თეატრი) სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის პროფესიული დრამატული თეატრის თანადაფინანსება, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კულტურული ცხოვრების დამკვიდრებაში (დაფინანსება- 8,0 ათ.ლარი). ბ.ბ.) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურის ობიექტების ფუნქციონირების და განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და სხვა. გ) საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების და ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც ხდება ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდობის ჩართულობა საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში (ლაშქრობები, ექსკურსიები, და ა.შ.) და სხვა. დ) ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა - ჟურნალ „ოლე“-ს და „საქართველოს მოამბე“-ს თანადაფინანსება. ე) ძეგლთა დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს კულტურული და ისტორიული ძეგლების აღრიცხვა - პასპორტიზაცია, მოვლა-პატრონობა, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რეაბილიტაცია, თანამშრომლობა შესაბამის ორგანიზაციებთან. ახლად აღმოჩენილ ისტორიულ ძეგლებზე ინფორმაციის მოძიება, ახლად აღმოჩენილ გვირაბზე სამუშაოების განხორციელება და სხვა. ვ) დასვენების ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამა ითვალისწინებს კომფორტული დასასვენებელი ადგილების შექმნას მომავალი თაობისთვის და აგრეთვე, ზრდასრული ადამიანებისთვის. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის, - მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და სოციალური სფეროს დაფინანსება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფა, მრავალშვილიანი, ახალშობილთა ოჯახების დახმარება და სხვა სოციალურ ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი შედეგები: სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული და პრობლემატური ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება. შეფასების ინდიკატორი: გაუმჯობესებული სოციალური მდგომარეობა; ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01) ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მიმართულია ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლისა და გაუმჯობესებისაკენ. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის ყველა ფენისათვის იმ შეგნების ჩანერგვას, რომ აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის გზით. ამ პროგრამის მთავარი მიზანი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიღწევა და მოსახლეობაში ჯანმრთელი კონტიგენტის ხვედრითი წონის მატებაა. აგრეთვე მისი მიზანია ადამიანთა ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და შესაბამისად კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით, აგრეთვე მათი აღჭურვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნულის ფარგლებში ფინანსდება ააიპ –„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, რომლის მიზანია თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. აგრეთვე ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებების რეკონსტრუქციისა და შეკეთების ღონისძიებები. ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ავადმყოფთა, გაჭირვებულთა და სოციალურად დაუცველ პირთათვის, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ახალშობლითა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც სოციალურად დაუცველი ახალშობილთა ოჯახების (ერთჯერად) და მრავალშვილიანი ოჯახების (ყოველთვიურად) ფინანსურ დახმარებას, რაც ნაწილობრივ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვა, მათი კვებით უზრუნველყოფა. მოსახლეობის სხვადასხვა ფენის მედიკამენტებითა და სამედიცინო დახმარების მომსახურების დაფინანსება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსებას, გარდაცვლილ ვეტერანთა, დევნილთა, უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ღონისძიებების დაფინანსება და სხვა. მოსალოდნელი შედეგი: მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. ავადმყოფთა და სოციალურად დაუცველთა ოჯახების შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებული პირობები, გარდაცვლილ ვეტერანთა, ლტოლვილთა და უპატრონო მიცვალებულთა პატივმიგება და სხვა. შეფასების ინდიკატორი: გაუმჯობესებული სოციალური პირობები ბ.ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიალიზით დაავადებულ პირთა დახმარებას. ბ.ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა და ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე შშმპ შვილების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე შშმპ, აგრეთვე ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაზე მონაწილე მცირეწლოვან შვილებზე (18 წლამდე) ყოველთვიურ ფულად დახმარებას. ბ.გ) სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების უზრუნველყოფისათვის ფულად დახმარებას. ბ.დ) უმწეოათათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად გაჭირვებულ პირთა ყოველდღიურ უფასო სადილს, რაც უმარტივებს მათ ყოველდღიურ აუცილებელ საზრუნავს და შეძლებისდაგვარად ამსუბუქებს მათ სოციალურ მდგომარეობას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ –„უმწეოთა და უპოვართა სამსახური“ - დაფინანსება – 270,1 ათ.ლარი,(მ.შ. სუბსიდია 257,6 ათ.ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა 12,5 ათ.ლარი) რომელიც არის აღნიშნული ქვეპროგრამის განმახორციელებელი . ბ.ე) ვეტერანთა, გარდაცვლილ დევნილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეების და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯების გაღებას აგრეთვე, ხორციელდება გარდაცვლილი დევნილის და უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისათვის თანხის გამოყოფა. პროგრამის მიზანია აღნიშნული ოჯახებისათვის თანაგრძნობის გამოხატვა და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის შესაბამისი პატივის მიგება. ბ.ვ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოჯახში ახალშობილთა დაბადებისას ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას და აგრეთვე, მრავალშვილიანი ოჯახებზე, სადაც 18 წლამდე ოთხი და მეტი ბავშვია თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას. ბ.ზ) ვეტერანთა საზოგადოება(პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამამულო და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე ვეტერანთა ორგანიზაციების ხელშეწყობა. ბ.თ) მოქალაქეთა ტრანსპორტით მგზავრობის და კომუნალურ გადასახადებზე ხელშეწყობის ღონისძიებების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარჩენალდაკარგულთა ოჯახების, იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების (I ჯგუფი) და შშმ ბავშვების ოჯახების, მარტოხელა მშობლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება ( 57.7 ათ. ლარი), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილებისათვის გამოყოფილია ტრანსპორტი, რომელთა საშუალებითაც მთელი წლის განმავლობაში, სოფლებში, სადაც არ ხდება ტრასნპორტის რეგულარული მოძრაობა, მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყოს შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილება (29.6 ათ. ლარი). ბ.ი) დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დროებითი საცხოვრებელით უზრუნველყოფისათვის ბინის ქირისათვის დაფინანსებას; ბ.კ) სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამით ხორციელდება საერო, რელიგიურ და სხვა სახის დღესასწაულებზე სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის ფულადი ან სხვა სახით საჩუქრების შეძენა/გადაცემას და ღონისძიებების მოწყობას (მრავალშვილიანი ოჯახები (სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.), უდედმამო ბავშვები, 100 წელს გადაცილებული მოხუცები, მკვეთრადგამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ სტატუსის მქონე ბავშვები, ომის მონაწილეები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა 18 წლამდე ასაკის შვილები, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მარტოხელა მშობლები (ვისაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილები), მარჩენალდაკარგული ოჯახები (ვისაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილები), ახალშობილთა ოჯახები) . ბ.ლ) სამედიცინო და მედიკამენტებით დახმარების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამით ხორციელდება გაჭირვებული სოციალური ფენის ბენეფიციართა მედიკამენტებით და სამედიცინო დახმარების დაფინანსება. ბ.მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შშმპირთა და მათი ოჯახებზე ზრუნვა, აგრეთვე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმძიმესი საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული პირებისათვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების ნაწილობრივ გაუმჯობესებას. 6. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვა, მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) აღნიშნულის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებისათვის განხორციელდება კამერების (რადარების) შესყიდვა. თავი III თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 17. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თელავის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, მოცემული ცხრილის შესაბამისად:
|
დოკუმენტის კომენტარები