დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ნინო“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს "ნინო" |
| მიღების თარიღი | 05/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
განცხადება სს „ნინოს“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
2018 წლის 5 ნოემბერი |
1. წინამდებარე განცხადებით გატყობინებთ „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრების თარიღს: კრება ჩატარდება 2018 წლის 28 ნოემბერს, დღის 12.00 საათზე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ნინოშვილის ქ. №8, „ფაბრიკის“ შენობა. „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი იქნება შემდეგი: ა) „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის ცვლილება; ბ) „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის არჩევა; გ) „კომპანიის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება; დ) „კომპანიის“ გარე აუდიტორის არჩევა. 2. კრების სააღრიცხვო თარიღია 2018 წლის 1 ნოემბერი, კრებაში აქციონერის მონაწილეობის უფლება შესაძლოა შემოწმდეს 2018 წლის 01 ნოემბრიდან 10 დღის განმავლობაში„კომპანიის“ დამოუკიდებელი რეგისტრატორისთვის მიმართვის გზით (გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი): - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელეფონი: 032-222-5351 ან 032-225-1560 3. გთხოვთ, დაესწროთ „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრებას. დღის წესრიგისა და შესაბამისი დოკუმენტების დეტალურად გასაცნობად, ასევე დღის წესრიგში შესატანი საკითხებისა და მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემთხვევაში წერილობით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. № 8, „ფაბრიკის“ შენობა. შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. ლევან ბერულავა სს „ნინოს“ დირექტორი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები