,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტისდამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2017 წლის 28 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტისდამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2017 წლის 28 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.105.016477
89
02/11/2018
ვებგვერდი, 07/11/2018
190020020.35.105.016477
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტისდამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2017 წლის 28 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №89

2018 წლის 2 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ.ა“  ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.105.016388) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის 4.2.8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.2.8. 150,0 ათასი ლარი ტრანსპორტით შეღავათიანი  მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08)

ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ზუგდიდის ცენტრში ჩართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პაციენტების და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების მედიკამენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თვეში 50-100 (ორმოცდაათი-ასი) ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულის გათვალისწინებით,  მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თვეში 25 (ოცდახუთი) ლარით. აღდგომის დღესასწაულზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა (სასაფლაოებთან მისასვლელად). საზღვრისპირა  ადმინისტრაციული  ერთეულის – ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება.  სოციალურად დაუცველი სტუდენტების (სარეიტინგო ქულით 65 001-მდე) მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება წელიწადში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით.

აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელ-მასწავლებლების  და ტექნიკური მუშაკების (ძიძა, მზარეული, დამლაგებელი და სხვა ტექნიკური პერსონალი), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების 2018 წლის 17 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების დაფინანსება 20,0 ათასი ლარით.

მოსალოდნელი  შედეგი:

შშმ პირთა  გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობა, ჰემოდიალიზის, პერიტონეალური დიალიზის პროგრამით და მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს მოსარგებლეთა,  სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულით 65 001-მდე)  სტუდენტებისა და ხურჩის მოსახლეობის, მასწავლებლების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.                 

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობრივი მაჩვენებელი.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე. აქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის  2 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია