„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ათასწლეულის გამოწვევის ფონდი − საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.020837
521
02/11/2018
ვებგვერდი, 06/11/2018
010220020.10.003.020837
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ათასწლეულის გამოწვევის ფონდი − საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №521

2018 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ათასწლეულის გამოწვევის ფონდი − საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ათასწლეულის გამოწვევის ფონდი − საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2012, 010220020.10.003.016810) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს (MCA-Georgia) სამეთვალყურეო საბჭო და განისაზღვროს მასში ხმის უფლების მქონე პირები შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე