„სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016311
44
05/11/2018
ვებგვერდი, 07/11/2018
010250050.35.120.016311
„სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2018 წლის 5 ნოემბერი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  „ბ.თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს   დებულების დამტკიცების შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილებაში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 05/09/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016309) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. ,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს   დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ .

3. ,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს   დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილების პრეაბმულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის პუნქტის  „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილისა და გენდერული თანასწორობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „11 პუნქტის შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა'';

4. ,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს   დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილების მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. შეიქმნას სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო''.

5. ,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს   დებულების დამტკიცების შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილების მუხლი 2  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს   დებულება დანართი №1-ის შესაბამისად .

6. ,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს   დებულების დამტკიცების შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 3:

,,მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე''

7. განხორციელდეს ცვლილება ,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს   დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილების დანართ №1-ში. მუხლი 1-ის  პუნქტი ,,2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. საბჭო იქმნება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით .

8. ,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს   დებულების დამტკიცების შესახებ'' სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილების დანართი №1-ის,  მუხლ 2-ში გასწორდეს პუნქტების ნუმერაცია, პუნქტი „2 -ის შემდეგ მიეთითოს პუნქტი ,,3 .  

9. ,,სამტრედიის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის  საბჭოს   დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №42 დადგენილების დანართი №1-ის, მუხლი 2-ის პუნქტი ,,3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოსა და სახალხო დამცველს. .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია