„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016815
125
02/11/2018
ვებგვერდი, 05/11/2018
140130000.22.034.016815
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №125

2018 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) მიღებული სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ან ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე;“.

2. 75-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი/უფროსი გამომძიებელი/განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, ათმეთაური, პატრულ-ინსპექტორი, პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი) და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორი;“.

3. 77-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს დეტექტივ-გამომძიებლისთვის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლისთვის, გამომძიებლისთვის/უფროსი გამომძიებლისთვის ან/და  განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლისთვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე  დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.

4. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს პატრულ-ინსპექტორისთვის, ათმეთაურისთვის, პატრულ-ინსპექტორისათვის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორისთვის განკუთვნილი  სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.“.

4. 81-ე მუხლის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ათმეთაურის, ოცმეთაურის, ცვლის მეთაურისა და უფრო მაღალი თანამდებობიდან, აგრეთვე  განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის, ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორისა და პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;

ბ.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო  ან/და საგამოძიებო  საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა პატრულ-ინსპექტორის ან პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) თანამდებობებისა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია