„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.020834
518
31/10/2018
ვებგვერდი, 05/11/2018
290160000.10.003.020834
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №518

2018 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009  წლის 9 დეკემბრის  №218 დადგენილებაში  (სსმ, №152, 14/12/2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის („სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი და უწყებათაშორისი კომისიის სხვა უფლებამოსილებები“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:  

ა) დავით სერგეენკო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი −  კომისიის თავმჯდომარე;

ბ) გიორგი წოწკოლაური − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) მაია ლაგვილავა − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

დ) ილია ბეგიაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  მოადგილე − კომისიის წევრი;

ე) ეკატერინე სისაური − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი;

ზ) მიხეილ სარჯველაძე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი;

თ) ლევან რაზმაძე − სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

ი)  სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი;  

კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი −   კომისიის წევრი;

ლ)  რევაზ მაჭარაშვილი − კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე