„ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 519
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020835
519
31/10/2018
ვებგვერდი, 05/11/2018
300160070.10.003.020835
„ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №519

2018 წლის 31 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2016, 300160070.10.003.019366) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12  მუხლები:

მუხლი 11. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №441 დადგენილება.    

მუხლი 12. სურსათი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია  ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის „ვარგისიანობის მინიმალური  ვადის“ ან „გამოყენებამდე ვადის“ ან „შენახვის ვადის“  გასვლამდე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის –  მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“:

ა)  მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ვარგისიანობის მინიმალური ვადა − ვადა, რომლის განმავლობაშიც  სურსათი შენახვის სათანადო პირობების დაცვისას ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის შემდეგ სურსათი აღარ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული;“;  

ბ) მე-2 მუხლის  პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ჰ12 ქვეპუნქტი:

„ჰ12) დამზადების თარიღი − თარიღი, როდესაც სურსათმა მიიღო საბოლოო პროდუქტის სახე.“;

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ, გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებსა და განსაკუთრებულ დიეტურ სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა.“;

დ) მე-7 მუხლის  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ნ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსება გარე შეფუთვაზე, რომელშიც მოთავსებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი დაფასოებული, წინასწარ შეფუთული  სურსათი.“;

ე) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი.“;

ვ) მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სურსათის კონკრეტული სახეობისათვის ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის შესახებ სავალდებულო მონაცემები განთავსებულ  უნდა იქნეს შეფუთვაზე ან მასზე მიმაგრებულ ეტიკეტზე. შეფუთვასა და ეტიკეტზე ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს მკაფიოდ, გარკვევით უნდა იკითხებოდეს და გამოყენებული შრიფტის ზომა უნდა იყოს დანართ №3-ის −  „x − სიმაღლის განსაზღვრა“ − შესაბამისად, ნუსხური („პატარა“) ასოს სიმაღლე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,2 მმ-ს.

3. შეფუთული ან ტარაში მოთავსებული სურსათისათვის, რომლის ყველაზე დიდი ზედაპირის ფართობი 80 სმ2-ზე ნაკლებია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაციის განთავსებისას,  ნუსხური („პატარა“) ასოს სიმაღლე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,9 მმ-ს.“;

ზ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათი, რომელიც მიკრობიოლოგიური  თვალსაზრისით   მალფუჭებადია და შესაძლოა, ხანმოკლე პერიოდში წარმოქმნას ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, „ვარგისიანობის მინიმალური ვადა“ უნდა შეიცვალოს „გამოიყენება  ... მდე“ ვადით, რომლის გასვლის შემდეგ სურსათი მიიჩნევა მავნედ, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.“;

თ) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ძირითადი ინგრედიენტის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი სურსათის წარმოშობის ქვეყნის ან წარმოშობის ადგილისაგან  განსხვავებულია.“;

ი)  28-ე მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებითი ინფორმაცია ვიტამინებისა და მინერალების შესახებ გამოსახული  უნდა იქნეს დანართ №12-ის „ა“ ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და გამოყენების რეკომენდებულ ნორმაში მათი პროცენტული რაოდენობის შესაბამისად, ყოველ 100 გ-ზე ან 100 მლ-ზე.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული გამოსახვის ფორმის გარდა, ამ მუხლის პირველ, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული ენერგეტიკული ღირებულება და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობა, შესაბამის შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოსახულ იქნეს დანართ №12-ის „ბ“ ნაწილით − „ზრდასრული ადამიანისთვის სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ენერგეტიკული ღირებულებისათვის და ცალკეული საკვები ნივთიერებებისათვის (ნუტრიენტისათვის), გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა“ − განსაზღვრული მოთხოვნებისა და  გამოყენების რეკომენდებულ ნორმაში მათი პროცენტული შემცველობის შესაბამისად, ყოველ 100 გ-ზე ან 100 მლ-ზე.“;

კ) 31-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31.  დაუფასოებელ სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია

1. თუ საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს მიეწოდება დაუფასოებელი სურსათი, მის გარე შეფუთვაზე სავალდებულოა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 და მე-9  მუხლებით განსაზღვრული მონაცემების წარდგენა.

2. თუ სურსათის დაფასოება ხდება რეალიზაციის ადგილებში,  მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე ან დაუყოვნებლივ გაყიდვის მიზნით, სავალდებულოა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების წარდგენა.“;

ლ) დანართ 1-ის − „ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები“ − მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტები და მათგან მიღებული პროდუქტები იმ შემთხვევაში, თუ პროცესი, რომელსაც ისინი დაექვემდებარნენ შესაბამისი ორგანოს შეფასების თანახმად, სავარაუდოდ, არ გამოიწვევს ალერგიულობის დონის მატებას იმ პროდუქტებში, საიდანაც მოხდა მათი წარმოება.“;

მ) დანართ №2-ის  − „სურსათი, რომლის ეტიკეტზე განთავსებული  უნდა იქნეს ერთი ან რამდენიმე დამატებითი მონაცემი“ − მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სასმელი კოფეინის მაღალი შემცველობით ან სურსათი, რომელსაც დამატებული აქვს კოფეინი

 4.1.  სასმელი, გარდა ყავის, ჩაის ან ჩაის ან ყავის ექსტრაქტის საფუძველზე წარმოებული სასმელისა, რომლის დასახელებაში გამოიყენება სიტყვები:  „ყავა“ ან „ჩაი“, რომლებიც:

 − განკუთვნილია გამოსაყენებლად ცვლილების გარეშე და შეიცავს კოფეინს ნებისმიერი წყაროდან 150 მგ/ლ-ზე მაღალი კონცენტრაციით ან

−    კონცენტრირებულია ან მშრალი სახითაა და აღდგენის შემდეგ შეიცავს კოფეინს ნებისმიერი წყაროდან 150 მგ/ლ-ზე მაღალი კონცენტრაციით

კოფეინის მაღალი შემცველობით − „არ არის რეკომენდებული ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის“ − წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სასმელის დასახელების ხედვის არეალში, შემდეგ ფრჩხილებში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მითითებული უნდა იქნეს კოფეინის შემცველობა, გამოსახული მგ-ში, 100 მლ-ზე

4.2. სურსათი, გარდა სასმელებისა, რომლებშიც კოფეინი დამატებულია ფიზიოლოგიური მიზნებისათვის

 კოფეინის მაღალი შემცველობით − „არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და ორსულებისათვის“ − წარწერა განთავსებული უნდა იქნეს სურსათის დასახელების ხედვის არეალში, შემდეგ ფრჩხილებში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მითითებული უნდა იქნეს კოფეინის შემცველობა, გამოსახული მგ-ში, 100 მლ-ზე. სასურსათო დანამატებისათვის კოფეინის შემცველობა ეტიკეტზე გამოსახული უნდა იქნეს სადღეღამისო რეკომენდებულ პორციაზე გადაანგარიშებით.“;

 

ნ) დანართ №7-ის  − „ინგრედიენტების რაოდენობის აღნიშვნა− მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სურსათში, რომელმაც თერმული ან სხვაგვარი დამუშავების გამო დაკარგა სინესტე, ინგრედიენტების რაოდენობა გამოსახული უნდა იქნეს პროცენტულად და უნდა შეესაბამებოდეს მზა სურსათში გამოყენებული  ინგრედიენტების რაოდენობას, თუ აღნიშნული რაოდენობა ან ეტიკეტზე აღნიშნული ინგრედიენტების საერთო რაოდენობა არ აღემატება 100%-ს. თუ ეტიკეტზე  აღნიშნული ინგრედიენტების საერთო რაოდენობა  აღემატება 100%-ს,  ამ შემთხვევაში რაოდენობა მითითებული უნდა იქნეს მზა სურსათის 100 გ-ის მომზადებისათვის გამოყენებული ინგრედიენტების წონის  მიხედვით;“;

ო) დანართ №8-ის  − „ნეტო“ (სუფთა) წონის მითითება“ − მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მყარი კონსისტენციის სურსათი მოთავსებულია თხევად არეში, მითითებული უნდა იქნეს სურსათის მშრალი წონის „ნეტო“ (სუფთა) წონაც. თუ სურსათი გარედან დაფარულია მინანქრით, ნეტო (სუფთა) წონა არ მოიცავს  მინანქრის წონას.“;

პ) დანართ №9-ის − „ვარგისიანობის მინიმალური ვადა,  „გამოიყენება  .... მდე“  ვადა და გაყინვის  თარიღი“:

პ.ა) პირველი პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) არ შეიძლება შენახულ იქნეს 3 (სამ) თვეზე მეტი ვადით, საკმარისია,  მითითებულ იქნეს მხოლოდ რიცხვი და თვე. განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათისათვის  სავალდებულოა მითითებულ იქნეს ასევე საათი;

დ.ბ) ინახება 3 (სამ) თვეზე მეტი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში, საკმარისია, მითითებულ იქნეს მხოლოდ თვე და წელი;“;

პ.ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თარიღი მოიცავს რიცხვს, თვესა და  წელს, ამავე თანმიმდევრობითა  და არაკოდირებული ფორმით.“;

ჟ) დანართ №12-ის − „გამოყენების რეკომენდებული ნორმები“ − მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვანი რაოდენობით („წყარო“) აღნიშვნისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე