,,მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016297
34
31/10/2018
ვებგვერდი, 05/11/2018
010250050.35.103.016297
,,მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2018 წლის 31 ოქტომბერი

დაბა მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების  დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 29 ივნისის  №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/06/2018, სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.103.016291) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის,  მე-16 მუხლის  მე-2 პუნქტის ,,უ“ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის  „ე.ვ“ ქვეპუნქტის,  და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის   შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 3

1. საბჭო შედგება 10  (ათი) წევრისაგან.

2. საბჭოს თავმდჯომარეა მესტიის მუნიციპალიტეტის  მერის  პირველი მოადგილე.

3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს მესტიის  მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი, სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი. თავმდჯომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, შედიან:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტის  მერიის სოციალური დაცვის სამსახურის II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი;

ბ) მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე;

გ) მესტიის მუნიციპალიტეტის  მერიის I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –   განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი;

დ) მესტიის მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

 ე) ა.(ა)ი.პ. მესტიის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი;

 ვ) არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ლილეო“-ს ხელმძღვანელი;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ერთი პირი);

თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი(ერთი პირი).

6.  საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენელი.

7. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი.

8. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

9. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმდჯომარე, მესტიის  მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური  დაცვის  სამსახურის წარდგინებით.

10. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან  გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.

11. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“

3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ:

ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით.

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ აღიარა უგვზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

დ) გარდაიცვალა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე