„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016466
72
31/10/2018
ვებგვერდი, 02/11/2018
010260020.35.153.016466
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 
მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72

2018 წლის 31 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  პირველი და  მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის  №47 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 010260020.35.153.016441, 17/04/2018), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ფინანსური  დახმარება;“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10.  აუტისტური სპექტრის  და  გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დახმარება.

1.პროგრამით მოსარგებლეები არიან აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე არასრულწლოვანი პირები.

2.დახმარება გაიცემა კონკრეტული საჭიროების შესახებ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით (კონკრეტული ფსიქოთერაპია – ქცევითი თერაპიის კურსი).

3.მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100/ა );

ე) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია);

ვ) მოსარგებლის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. დახმარება გაიცემა კვარტალში ერთხელ, არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პროგრამით მოსარგებლეები არიან აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე არასრულწლოვანი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სპეციალიზებულ დაწესებულებებში (ე.წ. დღის ცენტრი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე