დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭო“-ს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.131.016278 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/11/2018 - 14/12/2018)
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ მე-13 მუხლის, 11 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულება, თანახმად დანართისა; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის
გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება |
თავი I
ზოგადი დებულებები |
| მუხლი 1 |
1.1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის, მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის 1 პუნქტის „ბ.თ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის და „გენდერული თანაწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტისა და ქობულეთის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 147-ე მუხლის შესაბამისად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს ( შემდგომში „საბჭო“).
1.2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „გენდერული თანასწორობის შესახებ“, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით)“, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა აქტებით. 1.3. საბჭოს საქმიანობის ვადად განისაზღვრება მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადა. 1.4. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით. |
თავი II
საბჭოს ძირითადი ფუნქციები |
| მუხლი 2 |
1. საბჭოს ძირითადი მიზნები და ფუნქციებია:
ა) გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვა; გ) ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა; დ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ ლოკალიზაციის ხელშეწყობა; ე) საბჭოსა და მერიის ურთიერთთანამშრომლობა; ვ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ზ) ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა; თ) განიხილოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულება/მორიტორინგი; ი) საბჭომ განახორციელოს მუნიციპალური პროგრამების ანალიზი და შეიმუშავოს წინადადებები გენდერულად მგრძნობიარე საკითხების წარმოსაჩენად ან არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად (ასეთის შემთხვევაში); კ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები; ლ) მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო პირებთან თანამშრომლობის გაძლიერება; მ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხების შესწავლა/ადვოკატირება; ნ) საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების უზრუნველყოფა; ო) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები; 2. საბჭო წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. |
თავი III
საბჭოს სტრუქტურა |
| მუხლი 3 |
3.1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისგან.
3.2. საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს შემადგენლობასთან ერთად ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულებით; 3.3. საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე; 3.4 საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვადასხვა უწყების ხელძღვანელმა პირებმა. 3.5. საბჭომ უნდა უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა საბჭოს მუშაობაში; 3.6.საბჭოს წევრებს შორის დაცული უნდა იყოს გენდერული ბალანსი და მრავალპარტიულობა. |
| მუხლი 4 |
4.1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან/და საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3.
4.2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 4.3. საბჭოს სხდომების ორგანიზებას და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 4.4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 4.5. საჭოს სხდომაზე საკითხების გატანის უფლება აქვთ როგორც საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე საბჭოს წევრებს. 4.6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსათვის წარსადგენად. 4.7. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4.8. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 4.9. საბჭოს სხდომები ტარდება 3 თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით მოიწვევა საბჭოს რიგგარეშე სხდომა. |
თავი IV
საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა |
| მუხლი 5 |
5.1. გენდერული თანასწორობის საბჭოს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები