,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.131.016277
55
31/10/2018
ვებგვერდი, 01/11/2018
240120100.35.131.016277
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2018 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის  განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10  მაისის №27 დადგენილებაში (სსმ 18.05.2018 წ. სარეგისტრაციო კოდი 240120100 35.131.016249) შეტანილ იქნეს  ცვლილებები.
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

მუხლი 3
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ში და დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის  წესი.”.

მუხლი 4
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილების მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ამ დადგენილების ამოქმედების დროისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე განთავსებული გარე რეკლამის მფლობელები ვალდებული არიან წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესით მოიპოვონ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე განთავსებული გარე რეკლამის მფლობელი სუბიექტი ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად გამოცხადებულ აუქციონში არ მიიღებს მონაწილობას ან მიიღებს, მაგრამ ვერ გაიმარჯვებს, ასეთი სუბიექტი ვალდებულია აუქციონში გამარჯვებულ ნებართვის მფლობელთან გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების სარგებლობასთან დაკავშირებით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ან ნებართვის მფლობელის პირველი მოთხოვნისთანავე განახორციელოს მის მიერ განთავსებული გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების დემონტაჟი. აღნიშნული მოთხოვნა ეხება უნებართვოდ ან ვადაგასული ნებართვით გაცემულ გარე რეკლამასაც.“.

მუხლი 5
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და  უძრავი ობიექტის გამოყენებით.“.

მუხლი 6
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის N27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარეკლამო საშუალების განთავსება შეიძლება განხორციელდეს პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სარეკლამო დაფის, მანათობელი სარეკლამო დაფის და სტაბილური განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“.

მუხლი 7
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გეგმა მტკიცდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ სამართლებრივი სახის აქტით, ,,რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გათვალისწინებით“.

მუხლი 8
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში და ამოღებულ იქნას „გ“ ქვეპუნქტი“.
მუხლი 9
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლში და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3  გარე რეკლამის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასისა და სანებართვო პირობების განსაზღვრისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ 36-ე მუხლის ნორმა.“.

მუხლი 10
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლში  და ამოღებულ  იქნას მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი“.
მუხლი 11
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში და მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვესტიციო განვითარების სამსახური.“.

მუხლი 12
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტში  და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6  პუნქტის ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.“.

მუხლი 13
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტში  და მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-6  პუნქტის ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.“.

მუხლი 14
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტში და მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9 ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც  აღნიშნული  არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.“.

მუხლი 15
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 მუხლში და მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა დგინდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ და განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 10 წლის ვადით“.

მუხლი 16
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №27 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-14 მუხლში და მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ქვეპუნქტის საფუძველზე, ,,გარე რეკლამის“ განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმას ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლს 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად.“.

მუხლი 17
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი