„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 60/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017617
60/ნ
20/12/2018
ვებგვერდი, 24/12/2018
040030000.22.022.017617
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №60/ნ

2018 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი 2018 წლის 7 სექტემბრის №1092723 წერილით, მოთხოვნილ ინფორმაციაზე – 2007 წლის 5 ივლისის მდგომარეობით  სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის საჯარო სკოლის სრულ სახელწოდებასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლისას და გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების პირველად რედაქციაში  შეცდომით ფიქსირდებოდა სოფელ კიოლაგის სკოლა. აღნიშნული შეცდომა შესწორდა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №226 ბრძანების ძალაში შესვლიდან დღემდე ფიქსირდება სოფელ კოლაგის საჯარო სკოლა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, 112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) და ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული – სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის საჯარო სკოლის სახელწოდებად 2005 წლის 15 სექტემბრიდან 2009 წლის 29 აპრილამდე პერიოდში განისაზღვროს – სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის საჯარო სკოლა.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი