საქართველოს ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3685-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 220010000.09.001.016482
3685-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 31/10/2018
220010000.09.001.016482
საქართველოს ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა – შპს „KPMG Georgia“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 180 000 ლარით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „KPMG Georgia“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3685-Iს