„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 30/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016471
68
31/10/2018
ვებგვერდი, 02/11/2018
010250020.35.123.016471
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №68

2018 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეოთხე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო   :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250020.35.123.016141) დადგენილებაში, კერძოდ:

1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 61 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საანგარიშო წლის ბოლოს ფასდება საბჭოს წევრის ჩართულობა საბჭოს საქმიანობაში (დასწრების მაჩვენებელი, ინიციატივების გენერირება). შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საბჭო მსჯელობს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე და აღნიშნულის თაობაზე წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით დასაბუთებულ მოსაზრებას, რომლის საფუძველზეც საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.“ .

2. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 62 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„62. საბჭოში მოწვეული ექსპერტის უფლებამოსილების შეწყვეტისას, საბჭოს შემადგენლობაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში, საბჭოში ახალი წევრის მოწვევის მიზნით, საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს ღია შერჩევას ელექტრონული განაცხადის შევსების ფორმით. ღია შერჩევის საფუძველზე წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, საბჭო, სიითი შემადგენლობის 2/3-ით, წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით მოსაზრებას ახალი წევრის მიღების თაობაზე. საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს ახალ შემადგენლობას და დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.“.

3. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 63 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„63. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;

გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;

ვ) მერის მიერ განსაზღვრული გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში;

ზ) გარდაცვალების შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია