დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016812 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.034.016238) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“; 2. ბრძანებით დამტკიცებული წესდების: ა) მე-2 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო და საარქივო დაწესებულება.“; ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“; ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. აკადემიის მისია აკადემიის მისიაა პროფესიონალი კადრებისა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოს საზოგადოებაზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური საპოლიციო კადრების მომზადება.”; გ) მე-4 მუხლის: გ.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა;“; გ.ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.გ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;“; გ.დ) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ.ე) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ვ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ზ) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ქმნის მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;“; გ.თ) მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ი) მე-3 პუნქტის „ჟ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-5 მუხლის: დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ.ბ) „ბ1“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ.გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა.“; დ.დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.“; ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. აკადემიის სტრუქტურა აკადემიის სტრუქტურა შედგება მართვის ორგანოების, ძირითადი, დამხმარე და სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან.“; ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. აკადემიის მართვის ორგანოები აკადემიის მართვის ორგანოებია: რექტორი და პრორექტორ(ებ)ი.“; ზ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. აკადემიის ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები 1. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: პროფესიული მომზადების სამმართველო, სპეციალური მომზადების ცენტრი და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი. 2. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ადმინისტრაცია, სამინისტროს არქივი, ფსიქოლოგთა განყოფილება, განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება, კომუნიკაციების განყოფილება, ენის ცენტრი, ბიბლიოთეკა და წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში - საბჭო).“; თ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს; ი) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის: ი.ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ი.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, რეგლამენტის/ინსტრუქციის სახით ამტკიცებს აკადემიის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს;“; ი.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) პროფესიული მომზადების სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს/სასწავლო კურსებს;“; კ) მე-11 მუხლის: კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭო არის აკადემიის სათათბირო კოლეგიური ორგანო.“; კ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს წევრები არიან: პრორექტორები, ადმინისტრაციის უფროსი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, საფინანსო სამსახურის უფროსი, სამეურნეო სამსახურის უფროსი, იურიდიული განყოფილების უფროსი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.“; კ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბჭო მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც. საბჭო იკრიბება მოწვევიდან მეორე სამუშაო დღეს. საბჭოს სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს უხუცესი წევრი. საბჭოს მდივანი თავმჯდომარესთან შეთანხმებით ადგენს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხას, რომელიც წინასწარ გადაეცემა საბჭოს წევრებს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. საბჭოს თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭო უფლებამოსილია, სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოს ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით.“; კ.დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საბჭო იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება აკადემიის რექტორს შემდგომი რეაგირებისათვის.“; კ.ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საბჭო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) შეიმუშავებს აკადემიის სტრუქტურის ცვლილების პროექტს; ბ) განიხილავს 100 000 ლარის და მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების მიზანშეწონილობის საკითხს; გ) შეიმუშავებს აკადემიის წლიური ბიუჯეტის ან მასში ცვლილების პროექტს; დ) შეიმუშავებს აკადემიის წესდების ან მასში ცვლილების პროექტს.“; ლ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი 1. სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი ახორციელებს: ა) სასწავლო პროცესის და მასში ჩართული პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას და შემდგომი განვითარების წინადადებების შემუშავებას; ბ) შეფასების შიდა პროცედურებს, რომელთა მიზანია აკადემიაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; გ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით აკადემიაში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; დ) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით. 2. აკადემიის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის წინაშე.”; მ) მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს; ნ) მე-17 მუხლის: ნ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებას, განვითარებასა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის კოორდინაციას; სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოსთან საქართველოს ეროვნული კოორდინატორის ფუნქციის შესრულებას; პროექტების ინიცირებას, დაგეგმვას, კოორდინაციას, განხორციელებას, შეფასებასა და ანგარიშგებას; საერთაშორისო სწავლებების, კონფერენციების და სემინარების ჩატარებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას, კოორდინირებას და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფას; აკადემიის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშის მომზადების კოორდინირებას.“; ნ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ენის ცენტრი ახორციელებს აკადემიის მსმენელების, სამინისტროს მოსამსახურეების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა უწყების თანამშრომელთათვის შესაბამის ენაში ტესტირებას, ენის სწავლებას და სწავლების ორგანიზებას.“; ო) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. პერსონალი აკადემიის პერსონალი შედგება ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობებისაგან, ასევე ინსტრუქტორებისაგან.“; პ) 21-ე-23-ე მუხლები ამოღებულ იქნეს; ჟ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; რ) 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, პრორექტორი, ადმინისტრაციის უფროსი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, სამინისტროს არქივის დირექტორი და მისი მოადგილე, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე (მასთან გათანაბრებული სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, განყოფილების უფროსი.“; ს) 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; ტ) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. მსმენელის უფლება-მოვალეობები აკადემიის მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება აკადემიის რექტორის ბრძანებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“; უ) 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. მსმენელის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა და აღდგენა მსმენელის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა ან აღდგენა ხორციელდება აკადემიის რექტორის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ნოემბერს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები