დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 507 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.020823 |
|
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470230000.10.003.020291) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები: „მ) სამინისტროს ძირითადი სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) ინფრასტრუქტურის განახლების/მოდერნიზაციისა და სარეზერვო სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) მოწყობის შესყიდვა; ნ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვა.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 17 163.6 ათასი ლარით:
“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები