საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე

  • Word
საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 154, 31/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2259
14/12/2005
სსმ, 154, 31/12/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე

,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემოწმების მიზნით

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეიქმნას საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია 6 თვის ვადით.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 9 წევრით.

3. კომისიის წევრობის კანდიდატები წარდგენილ იქნენ 2005 წლის 22 დეკემბრამდე.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 14 დეკემბერი.

№2259IIს