დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 502 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.10.003.020818 |
|
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 040090000.10.003.020314) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
2. დადგენილების 21 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია ამავე დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე, რომელიც აერთიანებს მინიმუმ სამი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ სამი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;“. 2. 22 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს, რომ ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უფლება მიეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.“. 4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები