დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120170050.22.026.016631 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
სისტემის
სამხედრო
მოსამსახურეების
ფიზიკური
ნორმატივებისა
და
მათი
ჩაბარების
წესის
შესახებ
“ საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
2017 წლის
9 იანვრის
№02 ბრძანებით
(ვებგვერდი
, 11/01/2017, სარეგისტრაციო
კოდი
: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ
წესში
შეტანილ
იქნეს
შემდეგი
ცვლილება
:
1. მე -2 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატივი შეიძლება შეიცვალოს ამ წესით განსაზღვრული ალტერნატიული ნორმატივით – 4 000 მეტრზე სპორტული სიარულით , 700 მეტრზე ცურვით , 10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობის შესრულებით ან 10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობით , თუ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეუწონელია 3 200 მეტრზე სირბილი ან მას შეუსრულდა 50 წელი .“. 2. მე -5 მუხლის : ა ) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. ალტერნატიული ნორმატივის შესრულებისას შეფასება ხორციელდება დანართი №4-ის შესაბამისად .’’; ბ ) მე -6-ე პუნქტის „ე ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ე ) სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის და ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების სამხედრო მოსამსახურე (გარდა ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულების სიმულაციის სასწავლო ჯგუფის სამხედრო მოსამსახურისა , რომლისათვის განისაზღვრება თითოეულ ნორმატივში - არანაკლებ 60 ქულა , ხოლო სამივე ნორმატივში - არანაკლებ 180 ქულა ) თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 70 ქულას , ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 210 ქულას ."; გ ) მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „9. ამ წესის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატივების შესრულებაში უარყოფითი შეფასების მქონე სამხედრო მოსამსახურეს უფლება ეძლევა ნორმატივები გადააბაროს არაუმეტეს ორჯერ . ნორმატივების ჩაუბარებლობიდან ერთი თვის ვადაში სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გადააბაროს ნორმატივები . თუ ნორმატივების პირველი გადაბარებისას სამხედრო მოსამსახურე უარყოფით შეფასებას მიიღებს , ის ჩაირიცხება სპეციალური ფიზიკური მომზადების პროგრამაზე , რომელსაც შეიმუშავებს და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა . სპეციალური ფიზიკური მომზადების პროგრამის განმავლობაში ან მისი დასრულებისას სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მეორედ გადააბაროს ნორმატივები ამავე პროგრამით განსაზღვრულ ტესტირებაზე . სპეციალური ფიზიკური მომზადების პროგრამაზე ფიზიკური ნორმატივების მეორედ გადაბარებისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში , სამხედრო მოსამსახურეს ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება .“. 3. მე -5 მუხლს მე -9 პუნქტის შემდეგ დაემატოს 91 პუნქტი შემდეგი რედაქციით : „9. ამ წესის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატივების შესრულებაში უარყოფითი შეფასების მქონე სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერი /ოფიცერთა საკანდიდატო კურსის მსმენელი ვალდებულია მხოლოდ ერთხელ , ერთი თვის ვადაში გადააბაროს ნორმატივები , ხოლო გადაბარებისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში , მას ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება .“. 4. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„დანართი №4 ალტერნატიული ნორმატივის შესრულება და შეფასება მუხლი 1. ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე სპორტული სიარული ) შესრულება 1. ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე სპორტული სიარული ) დროს საჭიროა იგივე ადგილმდებარეობის გამოყენება , რაც 3 200 მეტრზე სირბილის დროს . 2. ყოველი სამი სამხედრო მოსამსახურის შემოწმებას უნდა ესწრებოდეს ერთი მეთვალყურე , სულ მცირე ქულების ერთი ჩამნიშვნელი , უსაფრთხოების , კონტროლისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პერსონალი . 3. კომანდაზე − „დაიწყეთ “ სამხედრო მოსამსახურემ უნდა იაროს ყოველგვარი ფიზიკური დახმარების გარეშე . 4. ამ ვარჯიშის დროს მოვარჯიშის ტერფი მთლიანად უნდა ეხებოდეს ზედაპირს (სურათი 4) დაუშვებელია სირბილი . ამ შემთხვევაში მოვარჯიშე უნდა მოიხსნას ტესტირებიდან . 5. სამხედრო მოსამსახურეს ეწერება ქულები მისი შესაძლებლობების , სქესისა და ასაკის გათვალისწინებით . 6. სამხედრო მოსამსახურემ მანძილი უნდა დაფაროს სქესისა და ასაკისათვის გათვალისწინებულ დროში . 7. სიარულის დასასრულს სამხედრო მოსამსახურე აბარებს სამკერდე ნომერს და გადადის დასვენებისათვის გამოყოფილ ადგილზე .
სურათი 4. ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე სპორტული სიარული ) შესრულების წესი
8. ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე სპორტული სიარული ) შეფასება ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად :
შენიშვნა : 1. ალტერნატიული ნორმატივის შესრულება (4 000 მეტრზე სპორტული სიარული ) ფასდება 60 ქულით . მუხლი 2. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შესრულება 1. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შესრულებისათვის საჭიროა შერჩეულ იქნეს 25 ან 50-მეტრიანი აუზი (სურათი 5). შერჩეულ აუზზე არ უნდა იყოს რაიმე სახის საფრთხე და დაბრკოლება . 2. ყოველი სამი სამხედრო მოსამსახურის შემოწმებას უნდა ესწრებოდეს ერთი მეთვალყურე , სულ მცირე ქულების ერთი ჩამნიშვნელი , უსაფრთხოების , კონტროლისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პერსონალი . 3. ცურვის დაწყებამდე მოცურავის ტანი უნდა ეხებოდეს აუზის კედელს . 4. კომანდაზე − „დაიწყეთ “ სამხედრო მოსამსახურემ უნდა დაიწყოს ცურვა ყოველგვარი ფიზიკური დახმარების გარეშე . 5. შესაძლებელია ცურვის სხვადასხვა სახეობის ილეთების გამოყენება . 6. ბრუნის გაკეთების დროს მოცურავე უნდა შეეხოს აუზის კედელს . 7. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შესრულებისას ყვინთვა არ არის ნებადართული , წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე იხსნება ნორმატივის შესრულებისაგან და ნორმატივი ეთვლება ჩაუბარებლად . 8. სამხედრო მოსამსახურეს ეწერება ქულები მისი შესაძლებლობების , სქესისა და ასაკის გათვალისწინებით . 9. სამხედრო მოსამსახურემ მანძილი უნდა დაფაროს სქესისა და ასაკისათვის გათვალისწინებულ დროში .
სურათი 5. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შესრულების წესი
10. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შეფასება ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად :
შენიშვნა : ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა ) შესრულება ფასდება 60 ქულით . მუხლი 3. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა ) შესრულება 1. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა ) შესრულებისათვის (სურათი 6) საჭიროა ტესტირების ჩატარების ადგილზე იდგეს ველოერგომეტრი , მასზე უნდა იყოს დამაგრებული სპიდომეტრი . ტესტირების ჩატარების ადგილის სიგანე უნდა იყოს 180 სმ , ხოლო სიგრძე 365 სმ . 2. ყოველი სამი სამხედრო მოსამსახურის შემოწმებას უნდა ესწრებოდეს ერთი მეთვალყურე , სულ მცირე ქულების ერთი ჩამნიშვნელი , უსაფრთხოების , კონტროლისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პერსონალი . 3. კომანდაზე − „დაიწყეთ “ ირთვება წამმზომი და სამხედრო მოსამსახურემ უნდა დაფაროს 10 კილომეტრი , რომელიც ნაჩვენები უნდა იყოს სპიდომეტრზე . 4. ვარჯიში სრულდება ყოველგვარი ფიზიკური დახმარების გარეშე . 5. სამხედრო მოსამსახურეს ეწერება ქულები მისი შესაძლებლობების , სქესისა და ასაკის გათვალისწინებით . 6. ვარჯიშის მეთვალყურე აცხადებს დროს ყოველ 30 წამში ბოლო 2 წუთის განმავლობაში , ხოლო ყოველ წამში - ბოლო 10 წამის განმავლობაში . 7. ვარჯიშის დასასრულს სამხედრო მოსამსახურე აბარებს სამკერდე ნომერს და გადადის დასვენებისათვის გამოყოფილ ადგილზე . 8. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა ) შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის მიერ ვარჯიშის შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე იხსნება ნორმატივის შესრულებისაგან და ნორმატივი ეთვლება ჩაუბარებლად .
სურათი 6. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა ) შესრულების წესი
9. ალტერნატიული ნორმატივის 10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობის შეფასება ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად :
შენიშვნა : ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა ) ფასდება 60 ქულით .
მუხლი 4. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა ) შეფასება 1. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა ) შესრულების დროს (სურათი 7) უპირატესობა ენიჭება ერთსიჩქარიან ველოსიპედს , თუმცა შეიძლება მრავალსიჩქარიანი ველოსიპედის გამოყენებაც . ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს , რომ ველოსიპედისტი ტესტირების დროს იყენებს მხოლოდ ერთ სიჩქარეს . 2. ალტერნატიული ნორმატივის 10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობით ვარჯიშის ჩატარება შესაძლებელია გზატკეცილზე ან დასერილ ადგილმდებარეობაზე . 3. შერჩეულ დისტანციაზე არ უნდა იყოს რაიმე სახის საფრთხე და დაბრკოლება (მაგ : მოლიპული ზედაპირი , დაბინძურებული ტერიტორია , უსწორმასწორო ზედაპირი და სხვა ). 4. ტესტირების ჩატარების დროს 10 სამხედრო მოსამსახურისაგან შემდგარ ჯგუფს უნდა ამოწმებდეს ერთი მეთვალყურე და სულ მცირე ქულების ერთი ჩამნიშვნელი . ველორბოლას უნდა ესწრებოდეს კონტროლისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პერსონალი . 5. კომანდაზე − „დაიწყეთ “ სამხედრო მოსამსახურემ 10 კილომეტრზე ველოსიპედით უნდა იაროს ყოველგვარი ფიზიკური დახმარების გარეშე . 6. ველორბოლის დროს სამხედრო მოსამსახურე ტესტირების დასრულებამდე ინარჩუნებს მის მიერ შერჩეულ ერთ სიჩქარეს . დაუშვებელია სიჩქარის შეცვლა , მარშუტიდან გადახვევა . ამ შემთხვევაში მოვარჯიშე უნდა მოიხსნას ტესტირებიდან ; 7. სამხედრო მოსამსახურეს ეწერება ქულები მისი შესაძლებლობების , სქესისა და ასაკის გათვალისწინებით ; 8. სამხედრო მოსამსახურემ მანძილი უნდა დაფაროს ასაკისა და სქესისათვის გათვალისწინებულ დროში . 9. ნორმატივის დასასრულს სამხედრო მოსამსახურე აბარებს სამკერდე ნომერს და გადადის დასვენებისათვის გამოყოფილ ადგილზე .
სურათი 7. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა ) შესრულების წესი
10. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა ) შეფასება ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად :
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები