დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/8768-11 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 25/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი |
განმცხადებლები (კრედიტორები): 1. შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ წარმომადგენელი: ირინა მილორავა (გენერალური დირექტორი) საიდენტიფიკაციო კოდი: 205170036 2. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე წარმომადგენლები: 1. ლევან ქევხიშვილი 2. გიორგი ცობეხია 3. ლერი ქათამაძე 4. თამარ გურაბანიძე მოვალე – სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს ქეის-მენეჯერმა თამთა მაჭარაშვილმა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით. დაადგინა: 1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №28 შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. კრედიტორული მოთხოვნების შესახებ განცხადებების განხილვა. 2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები