„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 120110000.22.026.016629
82
29/10/2018
ვებგვერდი, 29/10/2018
120110000.22.026.016629
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №82

2018 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №31 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120110000.22.026.016253) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართს დაემატოს პლანშეტი №14 თანდართული რედაქციით:

 

„პლანშეტი  №14

დამკვირვებელ-მაკონტროლებლის და ინსტრუქტორის განმასხვავებელი ნიშნის

 

1. ნიმუში:

 

2. აღწერილობა:

ა) განმასხვავებელი ნიშანი დამკვირვებელ-მაკონტროლებლის და ინსტრუქტორის კეპისთვის მზადდება წყალგაუმტარი მწვანე ფერის ფოსფორის შემცველი მატერიით, მისი სიგრძეა – 7,5 სმ, ხოლო სიგანე – 5 სმ. წარწერა იქარგება განმასხვავებელი ნიშნის ცენტრში შავი ფერის ძაფით და მისი ზომებია: სიგრძე 25 მმ და სიგანე 20 მმ;

ბ) სამკლავური, რომელზეც დატანილია დამკვირვებელ-მაკონტროლებლის და ინსტრუქტორის განმასხვავებელი ნიშნანი, მზადდება წყალგაუმტარი მატერიით, მისი სიგრძეა 45 სმ და სიგანე 10 სმ, ხოლო სამკლავურის სამაგრი სწრაფჩამკეტის (ფხრიწის) ზომებია: მარჯვენა მხარეს – 10X10 სმ და მარცხენა მხარეს – 10X5 სმ. სამკლავურის ცენტრში შავი ფერის ძაფით იქარგება წარწერა „OCT“, წარწერის შრიფტის ზომებია: სიმაღლე 40 მმ და სიგანე 20 მმ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია