დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120110000.22.026.016630 |
|
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120110000.22.026.016474) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საველე სამხედრო ფორმის შემადგენლობაში შედის (სურათი №7): კომუფლირებული ქურთუკი, ხაკისფერი/მწვანე პულოვერი (დახურული ყელით), კომუფლირებული შარვალი, პიჯაკი, ქუდი (კეპი, დამკვირვებელ-მაკონტროლებლის და ინსტრუქტორის კეპი, პანამა, ბერეტი), მწვანე/კომუფლირებული მაისური, მუქი მწვანე/შავი/ხაკისფერი შარვლის ქამარი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი მწვანე/შავი/თეთრი ფერის წინდა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „5. სწავლებების/წვრთნების და შეფასების პერიოდში, დამკვირვებელ-მაკონტროლებელს და ინსტრუქტორს საველე სამხედრო ფორმის ტარებისას შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძალება ეხუროს შავი ფერის დამკვირვებელ-მაკონტროლებლის და ინსტრუქტორის კეპი ან დათბილული ქუდი და მარცხენა მკლავზე ეკეთოს მწვანე ფერის, ფოსფორის შემცველი სამკლავური, რომელზეც დატანილი უნდა იყოს დამკვირვებელ-მაკონტროლებლის და ინსტრუქტორის განმასხვავებელი ნიშანი („OCT“ (Observer, Coach, Trainer – დამკვირვებელი, მაკონტროლებელი, ინსტრუქტორი)).“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი – შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში; ბ) სარდალი, ეროვნული გვარდიის უფროსი, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსი – დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში;“. 4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი – შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში; ბ) სარდალი, ეროვნული გვარდიის უფროსი, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსი – დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში;“. 5. №1 დანართს დაემატოს პლანშეტი №121:
„პლანშეტი №121 დამკვირვებელ-მაკონტროლებლის და ინსტრუქტორის კეპზე განმასხვავებელი ნიშნის განლაგების წესი
1. ნიმუში:
დამკვირვებელ-მაკონტროლებლის და ინსტრუქტორის კეპი 2. აღწერილობა: ა) დამკვირვებელ-მაკონტროლებლის და ინსტრუქტორის განმასხვავებელი ნიშანი მაგრდება დამკვირვებელ-მაკონტროლებლის და ინსტრუქტორის კეპის წინა მხარეს, ცენტრში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები