„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 01/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016080
98
01/11/2018
ვებგვერდი, 05/11/2018
130000000.63.075.016080
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №98

2018 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2016 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016030) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8-ის:
1. პლანშეტი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. პლანშეტი №5-ის შემდეგ დაემატოს პლანშეტი №6 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური

პლანშეტი №5

ყოველდღიური საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმა:

მუქი ლურჯი ფერის ჟილეტი, მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია სამსახურის გერბი და აბრევიატურა „დმი“, ჟილეტის უკანა მხარეს შუა ნაწილში წარწერა „სუს“;

ნაცრისფერი პერანგი, გრძელი სახელოთი, მხრებზე წოდების სამაგრი, მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია სამსახურის გერბი, მარჯვენა ზედა კუთხეში – აბრევიატურა „დმი“;

მუქი ლურჯი ფერის კაბა.

პლანშეტი №6

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა:

ნაცრისფერი პოლოს მაისური, მოკლე სახელოთი, მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია სამსახურის გერბი, მარჯვენა ზედა კუთხეში – აბრევიატურა „დმი“, მარცხენა მკლავზე წოდების სამაგრი ფხრიწით, მარჯვენა მკლავზე დროშის სამაგრი ფხრიწით;

მუქი ლურჯი ფერის კაბა.