დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 500 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 340080000.10.003.020816 |
|
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2017, 340080000.10.003.020035) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დაევალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს − ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“: ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 2. პროგრამის განმახორციელებელია სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“; ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლით გათვალისწინებული საწარმოს ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწყობას უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობა.“; გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო ნიშანზე დაიტანება სამინისტროს ლოგო, სააგენტოს ლოგო, QR კოდი, ინდექსი − „GEBB“ და 8-ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები