„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.136.016309
89
24/10/2018
ვებგვერდი, 29/10/2018
010250040.35.136.016309
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №89

2018 წლის 24 ოქტომბერი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს   2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე“.

2. დადგენილების დანართის 341 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება  გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამაზ აბაშიძე