ქალაქ რუსთავში, მერაბ კოსტავას გამზირის დასაწყისიდან, 9 აპრილის გმირთა მემორიალამდე დამაკავშირებელი უსახელო გზისთვის ზვიად გამსახურდიას ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ რუსთავში, მერაბ კოსტავას გამზირის დასაწყისიდან, 9 აპრილის გმირთა მემორიალამდე დამაკავშირებელი უსახელო გზისთვის ზვიად გამსახურდიას ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016006
187
19/10/2018
ვებგვერდი, 29/10/2018
000000000.00.160.016006
ქალაქ რუსთავში, მერაბ კოსტავას გამზირის დასაწყისიდან, 9 აპრილის გმირთა მემორიალამდე დამაკავშირებელი უსახელო გზისთვის ზვიად გამსახურდიას ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №187

2018 წლის 19 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

ქალაქ რუსთავში, მერაბ კოსტავას გამზირის დასაწყისიდან 9 აპრილის გმირთა მემორიალამდე დამაკავშირებელი უსახელო გზისთვის ზვიად გამსახურდიას ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 03 ოქტომბრის №01/3427 (შემოსული დოკუმენტის №10267/02, 03.10.2018) გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ რუსთავში, მერაბ კოსტავას გამზირის დასაწყისიდან 9 აპრილის გმირთა მემორიალამდე დამაკავშირებელ უსახელო გზას (ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთს), მიენიჭოს საქართველოს პირველიპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხეივნის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                 ლევანი ონიანი