ქალაქ რუსთავში, VIIა მიკრო რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი უსახელო გასასვლელისთვის მურმან ლებანიძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ რუსთავში, VIIა მიკრო რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი უსახელო გასასვლელისთვის მურმან ლებანიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 186
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016005
186
19/10/2018
ვებგვერდი, 29/10/2018
000000000.00.160.016005
ქალაქ რუსთავში, VIIა მიკრო რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი უსახელო გასასვლელისთვის მურმან ლებანიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №186

2018 წლის 19 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

ქალაქ რუსთავში, VIIმიკრო რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი უსახელო გასასვლელისთვის მურმან ლებანიძის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 03 ოქტომბრის №01/3427 (შემოსული დოკუმენტის №10267/02 03.10.2018) გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ რუსთავში, VIIმიკრო რაიონში არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს მურმან ლებანიძის სახელი, ხოლო მასთან არებულ ორ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს მურმან ლებანიძის ქუჩის I და II გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია.

3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის  22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                  ლევანი ონიანი