ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელდების შესახებ

ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016003
184
19/10/2018
ვებგვერდი, 29/10/2018
000000000.00.160.016003
ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელდების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №184

2018 წლის  19 ოქტომბერი

ქალაქი რუსთავი

 

ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 03 ოქტომბრის №01/3427 (შემოსული დოკუმენტის №10267/02 03.10.2018) გათვალისწინებით,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ რუსთავში, ალუბლების ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ალუბლების ქუჩის გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია.

3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                       ლევან ონიანი