დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავში, თორნიკე ერისთავის ქუჩის გაგრძელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 183 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.160.016002 |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №183
2018 წლის 19 ოქტომბერი
ქალაქი რუსთავი
ქალაქ რუსთავში თორნიკე ერისთავის ქუჩის გაგრძელების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ რუსთავში გაგრძელდეს თორნიკე ერისთავის ქუჩა თანდართული რუკის თანახმად.
2. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია.
3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
ლევანი ონიანი
საკრებულოს თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები