დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 496 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290040000.10.003.020812 |
|
„აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის №162 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2018, 290040000.10.003.020477) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აგროდაზღვევის პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ფრანშიზა – არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომლის გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის. ფრანშიზა გამოითვლება როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10% (დანართ №1-ით განსაზღვრული ციტრუსის შემთხვევაში − სადაზღვევო ლიმიტის 15%) ან მისაღები მოსავლის ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10% (დანართ №1-ით განსაზღვრული ციტრუსის შემთხვევაში − 15%). მითითებული 2 სიდიდიდან გამოიქვითება ის ოდენობა, რომელიც უფრო მცირე იქნება. ამასთან, ერთისა და იმავე რისკის ხდომილებისას, იმ შემთხვევაში, თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე, ფრანშიზა გამოიქვითება ერთჯერადად, მხოლოდ იმ პირობით, რომ მზღვეველს ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს პროგრამით განსაზღვრული წესით;“. 2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები