„კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №343 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 491
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 130050000.10.003.020807
491
23/10/2018
ვებგვერდი, 25/10/2018
130050000.10.003.020807
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №343 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №491

2018 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №343 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №343 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 130050000.10.003.017510) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და კოორდინაციის განხორციელების მიზნით, სამსახურები და ორგანოები, რომლებისთვისაც თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას ცნო­ბილი გახდება კონტრსადაზვერვო ხასიათის მონაცემები, ვალდე­ბუ­ლნი არიან, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე‑2 პუნქტით დამტკი­ცებული „ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ინფორმაციული უზ­რუნველყოფის ცნობათა ნუსხით“ (შემდგომში – ნუსხა) გათვალის­წი­ნებული ნებისმიერი ინფორმაცია მიღებისთანავე მიაწოდონ საქართ­ვე­ლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს (შემდგომში – კონტრდაზვერვის დეპარტამენტი).“.

2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის შეფასებას, დამუშავებას, ანალიზსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენ­ტისათვის გადაცემას (შემდგომში – საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარ­ტამენტი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე