„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016314
36
31/10/2018
ვებგვერდი, 01/11/2018
010250020.35.106.016314
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2018 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 25/12/2017წ. სარეგისტრაციო კოდი:    010250020.35.106.016267) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-100 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. პეტიციის წარმდგენი სუბიექტი უფლებამოსილია საკრებულოს მიმართოს პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის მოთხოვნის თაობაზე ან წარმოადგინოს პეტიცია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-100 მუხლის 22, 23 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა